12 იანვარი 2026,   14:02
ვრცლად
ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილეებს კვალიფიციურ კადრებს უწოდებს

ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ შს მინისტრის მოადგილეები ეფექტურად იმუშავებენ. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის მოადგილეებს - არჩილ თალაკვაძესა და დავით ხუციშვილს დეპუტატი მაღალ კვალიფიციურ კადრებად მოიხსენიებს და მათ საქმიანობას დადებითად აფასებს. რაც შეეხება თეიმურაზ მღებრიშვილს, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი საქმიანობაც უწყებაში ასევე არახალია.

„ვფიქრობ რომ ეს სისტემა მთლიანობაში ახალი გამოწვევების გათვალისწინებით იმუშავებს გამართულად“, - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები