11 იანვარი 2026,   10:57
ვრცლად
გაერთიანებული დემოკრატები თბილისის ბიუჯეტის არასწორად ხარჯვის შესახებ საუბრობენ

გაერთიანებულმა დემოკრატებმა თბილისის ბიუჯეტის ხარჯვის 6 თვის მონაცემები შეაჯამა. მათი თქმით, თანხის მხოლოდ 58 პროცენტი ათვისებული, 52 პროცენტი კი აუთვისებელი რჩება. დემოკრატიულ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ეკონომიკური მიმართულებით დედაქალაქში რთული მდგომარეობაა.

„მინდა შევეხო ეკონომიკური განვითარების საკითხს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით არის კატასტროფული მდგომაროება, 52 პროცენტი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებისა არის აუთვისებელი. დემოკრატიული მოძრაობა მიიჩნევს, რომ მოწონებული აღნიშნული ანგარიში ვერ იქნება“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი თამარ ცინცაბაძე.

 
დღის ამბები