გარემოსდამცველები თბილისის ცენტრში ჯანსაღი ხეების ჭრას აპროტესტებენ. პარტიზანი მებაღეები მერიის სამსახურს მუშაობის საშუალებას ჩიქოვანის 38 ნომერში არ აძლევდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გზის გაფართოების მიზნით 3 ჯანსაღი ალვის ხე უკვე მოიჭრა, და დაგეგმილია ტერიტორიის კიდევ 20 ხისგან გათავისუფელბა. თუმცა დღეს მებაღეების ჩართვის შემდეგ მათი მოჭრა ვეღარ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ერთერთი გარემოსდამცველი ტერიტორიიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს.