პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.