08 იანვარი 2026,   22:43
ვრცლად
ალვანში პოლიციელი დაჭრეს - დამნაშავე დაკავებულია

ახმეტის რაიონში ზემო ალვანში პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს.

გავრცელებული ინფომრაციით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ელიზბარ პატარკაციშვილი ერთ-ერთ სახლში ოჯახური კონფლიქტის გამო გამოიძახეს.

როგორც ადგილობრივები კურიერთან ყვებიან ოჯახში დედასა და შვილს შორის მუდმივად იყო კონფლიქტი. 24 წლის ელიზბარ პაჩოშვილი შშმ პირია და მას ტელევიზორის გამო დღეს ჩხუბი დედასთან მოუხდა. დედამ კი პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულ პოლიციელს ელიზბარ პატარკაციშვილს ელიზბარ პაჩოშვილმა საფანტი თოფი ახლო მანძილიდან ესროლა. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მდგომარეობას ექიმები უმძიმესად აფასებენ.

მოგვიანებით საჭირო გახდა დაჭრილი პოლიციელის თბილისში ინგოროყვას კლინიკაში ჩამოყვანა.

დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 
დღის ამბები