08 იანვარი 2026,   22:44
ვრცლად
ფონიჭალის სპეცოპერაციის დროს გაქცეული პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ფონიჭალის ინციდენტში მონაწილე პირი დააკავეს. უწყების მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი,  1995 წელს დაბადებული ნამიკ ფ.-ა და ის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში აიყვანეს.

სამართალდამცველებმა შეჩერება მოსთხოვეს ფონიჭალაში მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის მძღოლს, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამხურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველების დაჭრაში ბრალდებული პირის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

ავტომანქანაში მჯდომმა მეორე პირმა - ნამიკ ფ-მ ასევე წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც ის ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 26 შეკვრად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ნამიკ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები