13 იანვარი 2026,   10:04
ვრცლად
ალასანიას უწყებას შსს-მ შესყიდვების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნაზე უარი უთხრა

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნაზე შსს-მ უარი უთხრა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ავრცელებს. 

როგორც  რამდენიმე დღის წინ თავდაცვის უწყებამ გააკეთა განცხადება, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოებას მოითხოვს.

სამინისტროს ინფორმაციით, საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შესაბამისი ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს გაუგზავნა. წერილი უწყების კანცელარიას 29 ოქტომბერს ჩაბარდა. 31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები.

 

დღის ამბები