11 იანვარი 2026,   10:24
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მირზა შაფის ქუჩის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცეს

საკრებულოს სხდომაზე მირზა შაფის ქუჩის პროექტის განხილვისას დარბაზი ალეკო ელისაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და რესპუბლიკელებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ისინი პროექტის განხივლის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა 24 ხმით, გენერალური რეგულირების გეგმის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცეს.

პროექტის განხილივის გადადებას გაერთიანებული დემოკრატებიც ითხოვდნენ. 

პროექტის განხილვას ესწრებოდნენ პარტიზანი მებაღეები.

პარტიზან მებაღეთა წევრმა ნატა ფერაძემ პროტესტის ნიშნად დეპუტატებს სხდომათა დარბაზის აივნიდან წყალი გადაასხა. ირაკლი კაბაბაძემ კი დეპუტატებსა და ინვესტორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

ირაკლი კაკაბაძე, რამდენიმე არქიტექტორი და ნატა ფერაძე საკრებულოს დაცვამ სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები