13 იანვარი 2026,   21:04
ვრცლად
ქართული ბატალიონი ISAF-ის სამშვიდობო მისიის დასკვნით ფაზაში ჩაერთო

მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

დღეიდან ქართული ქვედანაყოფი სრული სპექტრის ამოცანებს შეასრულებს. დროშის აღმართვის ცერემონიალში 51-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და ბატალიონის სერჟანტი ომარ ბორტიშვილი მონაწილეობდნენ. ამერიკის არმიის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ჰიმნი შეასრულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები