14 მაისი 2025,   11:43
ვრცლად
შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გახსნა.

სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა შენობა სპორტსმენებისა და ადმინისტრაციისთვის. შუახევის ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის
2 მლნ ლარი დაიხარჯა.

დღეს, შუახევში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შუახევობა" აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები.

დღის ამბები