05 იანვარი 2026,   18:35
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 40-მდე პაციენტმა მოწამვლის სიმპტომებით მიმართა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 40-მდე პაციენტმა მოწამვლის სხვადასხვა სიმპტომებით მიმართა.

მედპერსონალი ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში პაციენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ვითარება საგანგაშო არ არის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

 
დღის ამბები