ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება დღეს უკვე 2.4000 ლარს აღწევს. ამ კურსით დოლარს TBC ბანკი ყიდის. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, აქ ერთი აშშ დოლარი 2.4050 ლარი ღირს. ბანკ რესპუბლიკაში კი ამ დროისთვის ერთი დოლარის შეძენა 2.35 ლარად არის შესაძლებელი.
სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ფასი 2.38, 2.39 ლარია.
ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით კი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.3271 ნაცვლად, 2.3336 ლარი იქნება.
ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი ევროს შეძენა 2.6005-ის ნაცვლად 2.6342 ლარად იქნება შესაძლებელი.