ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენტიაში საზეიმო ღონისძიებები იწყება, სადაც მოწვეული სტუმრები შეკრებას იწყებენ. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით რეზიდენციაში დღეს კონსტიტუციის მეოცე წლისთავი აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიებებს ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება, მას რეზიდენციაში რამდენიმე წუთში ელოდებიან.
ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილის სახელით ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მივა თუ არა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცნობილი არ არის.
საზეიმო ღონისძიებაზე დაპატიჟებულები არიან ის დეპუტატებიც, რომლებმაც 20 წლის წინ 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. ასევე მოქმედი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლა ზუსტად 21:00 საათზე დაიწყება.