"ხდება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის უმოწყალო დეგრადაცია,"- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ, კონსტიტუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გააკეთა.
ბარამიძე მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ კონსტიტუციის მიღების დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნება.
"ხდება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის უმოწყალო დეგრადაცია. პირადად პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება. ქვეყანას აბსოლუტურად არაფორმალური პიროვნება მართავს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი მიუხედავად ყველაფრისა აღნიშნავს ამ დღეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად ყველა ჯანსაღმა ძალამ განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იყოს დაცული,"- აცხადებს გიორგი ბარამიძე.