08 იანვარი 2026,   22:41
ვრცლად
თინა ხიდაშელის განცხადებით 2012 წლამდე საქართველოს ყველა ხელისუფლება "კონსტიტუციაზე ძალადობდა"

„კონსტიტუციაზე ძალადობა ისტორიის კუთვნილება გახდება“ - ასეთი განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა, სადაც ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.

„ყველანაირი ხელისუფლება რაც კი ჰყოლია საქართველოს 2012 წლამდე  მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბებთან ერთად, რაც 2012 წელს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ კონსტიტუციაზე ძალადობაც ასევე ისტორიის კუთვნილება გახდება,“ - ამბობს თინა ხიდაშელი. 

 
დღის ამბები