პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა მიაწოდა.
იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი დროში დაემთხვა გაეროს გენერალურ ასამბლეას, თუმცა მონაწილეობას მიიღებს გენდერული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ღონისძიებაზე ლიტვის პრეზიდენტმა მიიწვია.
"გაეროს გენერალურ ასამბლეა სხვა ღონისძიებაა და პრეზიდენტი დაესწრება სხვა ღონისიებას. ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით. ეს არ არის გაეროს ეგიდით გამართული ღონისძიება. უბრალოდ დროში ემთხვევა ეს ორი ღონისძიება ერთმანეთს. პრეზიდნეტი 2 დღე დარჩება ნიუ-იორკში და გამართავს შეხვედრებს. შემდეგ გადაინაცვლებს ვაშინგტონში,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.