05 იანვარი 2026,   17:32
ვრცლად
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი უკვე 2.50 ლარი ღირს

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,435 დან 2.45  ლარამდე მერყეობს

ეროვნული ბანკის ოფიცლაური კურსით, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, 1 აშშ დოლარი 2,3640 ლარი იყო. თუმცა, გაცილებით მაღალი მაჩვენებელია კომერციულ ბანკებში. TBC ბანკი 1 აშს დოლარს  2.44 ლარად ყიდის. ასეთივე კურსია საქართველოს ბანკში, ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 45 თეთრია საჭირო ფინკა ბანკში.  რამდენიმე წუთის წინ კი VTB ბანკში 1 აშშ დოლარი უკვე 2.50 ლარი გახდა. 

ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი ევროს შეძენა 2.7162 ლარად  არის შესაძლებელი. კომერციულ ბანკებში კი 1 ევრო 2.83 ლარზე მეტია. 

 
დღის ამბები