დღის ბოლოს კომერციული ბანკების ნაწილმა აშშ დოლარის ღირებულება გაზარდა და ის 2.50 ლარი გახდა. ამ დროისთვის ამ კურსით დოლარს VTB ბანკი ყიდის.
რაც შეეხება დანარჩენ ბანკებს, პროკრედიტ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.47 ლარია, ლიბერთი ბანკში 2.4600, ფინკა ბანკში 2.4550, ხოლო ქართუ ბანკში მისი შეძენა 2.4450 ლარად არის შესაძლებელი.
დოლარის ღირებულება როგორც ეროვნული ბაკის ოფოციალური კურსით, კომერციული ბანკების კურსითაც დღის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიზარდა. დღის პირველ ნახევარში მისი ფასი 2.44-დან 2.47-მდე მერყეობდა.