გორში VTB ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ყაჩაღობა დღისით სამუშაო საათების ამოწურვის დროს მოხდა. უცნობია დამნაშავე მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველთან ერთად. როგორც ცნობილია ყაჩაღობის დროს ბანკის შენობაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც სახეზე სამედიცინო პირბადე ჰქონდა აფარებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკიდან გამოსული ყაჩაღი იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა და მიიმალა, თუმცა ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.
ბანკის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია შეძლო თუ არა დამნაშავემ რაიმე თანხის გატანა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და კრიმინალური პოლიცია.
შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.