ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი განსაზღვრა, რომლის თანახმად 1 დოლარის ყიდვა 2,3771 ლარად არის შესაძლებელი, რაც გუშინდელი მონაცემისგან 0.0390-ით განსხვავდება.
ეროვნული ვალუტის კურსი შეცვლილია კომერციულ ბანკებშიც. გუშინდელისგან განსხვავებით ლარი აქაც გამყარდა. TBC ბანკში დოლარის ყიდვა 2.40 ლარად შეიძლება, საქართვლოს ბანკში კი 2.3950, კვლავ მაღალ კურსს ინარჩუნებს VTB ბანკი სადაც ერთი დოლარის ფასი 2.42 ლარია.