დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველებისა და დევნილების შემდეგ ორი ოჯახის გამოსახლების პროცედურა ამ წუთებში მიმდინარებოს.
ხორგუაშვილები და ოქროპირიძეები ძველი მოსახლეები არიან და ისინი დევნილებისგან განსხვავებულ პირობებს ითხოვენ. ხორგუასვილების ოჯახი მირცხულავას ქუჩაზე 1938 წლიდან ცხოვრობს და ის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს.
ოქროპირიძეების ოჯახი, რომელიც ასევე ძველი მოსახლეა რამდენიმე დღეს ითხოვს, რადგან ოჯახში ქალბატონია, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს და მისი გადაადგილება ამ ეტაპზე არ შეიძლება.
ამ წუთებში მირცხულავას ქუჩაზე დიდუბის გამგებლის მოადგილეა მისული.