ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3771 ლარის ნაცვლად, 2.3465 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7173 ლარის ნაცვლად, 2.6473 ლარად იქნება შესაძლებელი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.32 დან 2.38 ლარამდე მერყეობს. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი კურსი VTB ბანკს აქვს, სადაც 1 დოლარის შეძენა 2.38 ლარად არის შესაძლებელი.