03 იანვარი 2026,   19:47
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის მეუღლე პროკურატურაში იმყოფებოდა-საქმის ახალი დეტალები არ ხმაურდება

იური ვაზაგაშვილის მკველვლობის საქმის განხილვა გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში. ჩვენება ბრალდების მოწმეებმა მისცეს, მათ შორის იური ვაზაგაშვილის მეგობრებმა - სოსო რობაქიძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა. რობაქიძემ მკვლელობის მოტივი იური ვაზაგაშვილის კორტების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით აქტიურობას დაუკავშირა, თუმცა სოსანაშვილის ადვოკატი მოწმეების ჩვენებას განსხვავებულად აფასებს.

დღესვე პროკურატურაში იყო დაბარებული იური ვაზაგაშვილის მეუღლე. ცირა ვაზაგაშვილმა დღეს პროკურატურის შენობა განმარტებების გარეშე დატოვა. ის საგამოძიებო უწყებაში, მეუღლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ახალი დეტალების გასაცნობად იმყოფებოდა. რა ახალი გარემოებები არსებობს საქმეში და ჰყავს თუ არა პროკურატურას დამატებითი ეჭვმიტანილები ვაზაგაშვილების ოჯახი დეტალებს არ ასაჯაროებს.

 

დღის ამბები