15 იანვარი 2026,   20:17
ვრცლად
პროკურატურას ალასანიას განცხადებაზე საპასუხოდ ერთთვიანი ვადა აქვს

თავდაცვის სამინისტროს განცხადება პროკურატურის კანცელარიაში დილით 11:00 საათზე შევიდა - ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში არსებულ მასალების გადაცემას მოითხოვს.

პროცედურის მიხედვით, ამ მასალის დედნები, ან ასლები უნდა გადაეცეს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მას წარუდგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტს. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი აღნიშნულ დოკუმენტს საიდუმლო გრიფი ახსნას.

გადასცემენ თუ არა თავდაცვის სამინისტროს პროკურატურის წარმომადგენლები აღნიშნულ დოკუმენტაციას, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს მთავარ პროკურატურას მინისტრის განცხადებაზე საპასუხოდ ერთთვიანი ვადა აქვს.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალი თანამდებობის პირი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის გასულ კვირას დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები