პრემიერ მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იქნება. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პრემიერმინისტრის წინაშე. ამ თანამდებობაზე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს ერთპიროვნულად პრემიერმინისტრი.
ეს ორგანო კი კოორდინირებას უწევს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებს, რაც აქამდე უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ფუნქცია იყო.