12 იანვარი 2026,   09:47
ვრცლად
საქართველოში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისის თვეში, საქართველოში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით გაიზარდა და 343.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.6 პროცენტს გაუტოლდა ნათქვამია ანგარიშში. 

დღის ამბები