13 სექტემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძე საოპერო ვარსკვლავებს წარადგენს.
საქველმოქმედო კონცერტზე ფაბიო არმილიატო იმღერებს, რომელიც 21-ე საუკუნის ტენორების ხუთეულშია. ასევე სცენაზე იმღერებს დანიელა დესი. სტუმრების სიაშია ალბერტო გაძძალე, რომელსაც მის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ ბარიტონად მიიჩნევენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტი თეატრის ორკესტრს დანიელე რუსტიონი უდირიჟორებს.
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე 12 ბავშვს უკვე დაეხმარა.
ავტორი: მაია ლომიძე