ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთისთვის სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
გადაწყვეტილება მათ ბრიუსელში, კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
საუბარია ინდივიდუალურ შეზღუდვებზე, რომელიც რუს, უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და კომპანიებზე ვრცელდება.
დოკუმენტი ოფიციალურად სექტემბრის შუა რიცხვებში გაფორმდება.
პარალელურად, რუსულ კომპანია როსნეფტს სანქციებს უმკაცრებს ვაშინგტონიც. კომპანიას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აქტივებთან წვდომა აღარ ექნება.
უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის ხელშეწყობის გარდა ვაშინგტონი შეზღუდვებს უწესებს თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ რუსულ კომპანიებსაც, რომლებიც ირანის, სირიისა და ჩრდილო კორეის აღჭურვილობით მომარაგებაში ეჭვმიტანილი არიან.