13 დეკემბერი 2025,   10:43
ვრცლად
ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა, საიდანაც 8 კანდიდატი შეირჩა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე, შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა.

განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება.

გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

დღის ამბები