11 იანვარი 2026,   19:15
ვრცლად
„ჩვენ გვაქვს შექმნილი 60 ათას 800 ახალი სამუშაო ადგილი," - დიმიტრი ქუმსიშვილი

ეკონომიკის ახალი მინისტრი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნისას 60 ათას 800 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

მინისტრმა ჟურნალისტებს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები გააცნო.

მინისტრმა დღესვე ბიზნესსექტორიში ხელფასებისა და ბრუნვის ზრდაზე ილაპარაკა.

„ჩვენ გვაქვს 60 ათას 800 ახალი სამუშაო ადგილი შექმნილი, რაც არის ძალიან დადებითი ტენდენცია. ეს არის 12 პროცენტიანი ზრდა. მინდა აღვნიშნო ხელფასების მონაცემებ ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 942 ლარი, რაც არის 10 პროცენტიანი ზრდა, ასევე ბიზნესსექტორის ბრუნვა არის წინა წელთან შედარებით 16 პროცენტით გაზრდილი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

დღის ამბები