აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ნათია სირაბიძე სამინისტროს თანამშრომლებს თავად მინისტრმა, გიორგი თავამაიშვილმა, წარუდგინა.
სირაბიძე სამინისტროში კულტურის სფეროს მიმართულებას გაუწევს კოორდინირებას.
ნათია სირაბიძე სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო, ბოლოს კი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა.
10 წლის განმავლობაში კი ბეჭდურ, რადიო და ტელემედიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.