08 იანვარი 2026,   15:54
ვრცლად
კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთება იწყება

კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთება იწყება. ამ თემაზე სასაუბროდ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

21 აგვისტოს სტიქიის შედეგად ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. იმ სახლების სახურავები, რომელთა დაზიანება 50 პროცენტზე მეტია, მთლიანად გამოიცვლება, ხოლო თუ დაზიანება 50 პროცენტზე ნაკლებია, შესაბამისი მასალით შეკეთდება.

დღის ამბები