14 იანვარი 2026,   04:35
ვრცლად
სოფელი ტყვირის მოსახლეობა ცუდ სოციალურ პირობებს აპროტესტებს

გამგებელთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გაიმართა სენაკში. სოფელი ტყვირის მოსახლეობა ცუდ სოციალურ პირობებს აპროტესტებს.

ადგილობრივები ყვებიან რომ სოფელს ორ წელზე მეტია წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების კიდევ ერთი მოთხოვნა სოფლისკენ მიმავალი გზის შეკეთებაა, გზის მდგომარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება სოფლამდე ვერ აღწევს.

სამეგრელოს ამ სოფელში გავრცელებილია ნაწლავური ინფექცია, რომელიც დაბინძურებულ წყალს უკავშირდება.

სენაკის პოლიცია ცენტრალურ მაგისტრალზე 3 საათზე მეტ ხანს ცდილობდა ვითარების განეიტრალებას. მოგვიანებით საპროტესტო აქციამ სხვა ადგილზე, მდინარე ცივის ხიდთან გადაინაცვლა.

დღის ამბები