14 იანვარი 2026,   04:34
ვრცლად
ამბასადორიალის შემაჯამებელ დღეს ელჩები არასამთავრობოებს შეხვდნენ

ამბასადორიალის შემაჯამებელ დღეს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ელჩები სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს, რეკომენდაციებსა და პრობლემებს ისმენენ.

სასაუბრო თემებს შორის როგორც რეგიონული, უსაფრთხოებისა და პოლიტიკის, ასევე ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და პრესის თავისუფლების საკითხებიც არის. მედიაექსპერტები შემაშფოთებელ ტენდენციებზე საუბრობენ და სათანადო რეაგირების აუცილებლობას ითხოვენ.

„ამ ეტაპზე ყველაზე მწვავედ დგას ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა. განსაკუთრებით იმ მომენტში, რომ იზრდება ევროკავშირისა და დასავლეთის გავლენა მთლიანად რეგიონში. რუსეთიც, თავის მხრივ, აუცილებლად ეცდება გავლენების შენარჩუნებას. საქართველოს ამოცანაა, რომ რუსთის მხრიდან რეგიონში ძალის გამოყენების შესაძლებლობა მაქსიმალურად გაანეიტრალოს,“ - განაცხადა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგორიშვილმა.

დღის ამბები