ევროპის მოედანზე ბრიტანული სამხედრო ორკესტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბენდის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ბრიტანელი სამხედროების მარშირებით დაიწყო.
სამხედრო ორკესტრების კონცერტს თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პარლამენტარები დაესწრნენ.
ბრიტანული სამხედრო ბენდი საქართველოში 10 სექტემბრამდე დარჩება და თბილისის გარდა კონცერერტებს გორში, ქუთაისში და ბათუმში გამართავს.