13 იანვარი 2026,   18:30
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილი გივი თარგამაძის ბრალდებას უარყოფს

გივი თარგამაძე ირაკლი სესიაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფი ინფორმირებული იყო თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელი შესყიდვების შესახებ.

თარგამაძის ბრალდებას უარყოფს ირაკლი სესიაშვილი და განმარტავს, რომ ინფორმაცია ტექნიკური მიზეზების გამო, ჯგუფის არც ერთ წევრს არ მიუღია. მისივე თქმით, ამ მიზეზებზე ის უკვე ესაუბრა თარგამაძეს.

"მე მას ავუხსენი, რომ, სამწუხაროდ, ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება, კონკრეტული მიზეზების გამო, მოხდა გვიან და კორესპონდენცია შემოვიდა მანამ, ვიდრე ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდებოდა. შესაბამისად, ვერც ერთ ჩვენგანი, ჩემ გარდა, რადგანაც მე ვარ ჯგუფის თავმჯდომარე, ვერ გაეცნობოდა მას, სანამ არ დაკომპლექტდებოდა ნდობის ჯგუფი,“ - განმარტა სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები