15 იანვარი 2026,   02:58
ვრცლად
ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ალასანიას თქმით, პარლამენტის, ანუ იმ ორგანოს თავმჯდომარესთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მას საუბარი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ალასანიამ აღნიშნა, რომ უსუფაშვილს გააცნო საქმესთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები. შეხვედრა ალასანიას ინიციატივით შედგა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა აღმასრულებელ უწყებასთან. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ კონკრეტული შესყიდვის ფაქტზე პარლამენტი 2013 წლის დეკემბერში იყო ინფორმირებული. მაშინ ამ ფაქტზე მიმოწერა შედგა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. 

„შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი კოალიციის ინიციატივით, ახალი ცვლილებები შევიდა შარშან კანონმდებლობაში. 2 მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე,“ - განაცხადა უსუფაშვილმა. 

დღის ამბები