05 იანვარი 2026,   13:16
ვრცლად
დაპირისპირება კოალიცია ქართულ ოცნებაში - მეჭიაური თანაგუნდელების კრიტიკას პასუხობს

დაპირისპირება კოალიცია ქართულ ოცნებაში. თამაზ მეჭიაურსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოებას მმართველ გუნდში ადასტურებენ. პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელს ეხმარუება.

„ისინი მედიდურად უყურებენ თავის კოლეგებს. ვსაუბრობ ძმებ ბერძენიშვილზე, თინიკოც გარკვეულ წილად და დავით ზურაბიშვილიც. ბედის უკუღმართობა, რომ არა მართლა რა მინდოდა მაგის გვერდით. რატომღაც ჰგონიათ რომ დიდი გამოცდილება, თუ დამსახურებები აქვთ. სამი მოწვევის პარლამენტარი ვარ და თავი არავისთვის დამიმადლებია. პირადად ჩემთვის რამდენიმე მათგანის ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ მათ მე შეურაცხყოფა მოაყენეს, მე კიდე ვფიქრობ რომ მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შეიძლება ჰგონიათ, რომ რადგან მე კურსელი ვარ ბიძინა ივანიშვილის საიდანღაც ვიმართები, მე ღმერთის წინაშე შემიძლია დავიფიცო რასაც ვაკეთებ მხოლოდ ჩემი შეგნებით.“ - აცხადებს თამაზ მეჭიაური.  

ამავე თემაზე
დღის ამბები