05 იანვარი 2026,   15:55
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის ქონების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

ნაციოანლური მოძრაობის ქონების ქურდობისთვის თბილისში 24 წლის პირი დააკავეს.

შსს-ს ინფრმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინება პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის ქურდობის შესახებ მიიღეს.

გამოძიებამ კი დაადგინა, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის თანამშრომელმა მიისაკუთრა.

ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ პერსონალური კომპიუტერი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დღის ამბები