პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. მსჯელობა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში გაიმართა. დოკუმეტი ფინანსთა მინსტრის მოადგილემ წარადგინა. გიორგი კაკაურიძის განცადებით, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით უწყებას პრობლემა არ ჰქონია.
„პარამეტრები გვაქვს საკმაოდ დადებითი, როგორც შემოსულობების კუთხით, ასევე ხარჯების კუთხით. დღეს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს განვიხილავთ, სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება თითქმის 98%-ია ანუ საკმაოდ დადებითად ხასიათდება,“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.