თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ BMW-ს მოტოციკლი შეეჯახა.
მოტოციკლის მძღოლი დაშავებულია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეჯახებისას BMW-ს მარკის ავტომანქანაში არავინ იჯდა, მოტოციკლის მძღოლი კი სასწრაფო დახმარებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.