"ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანის ეკონომიკას პრობლემა შეექმნება," - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა გააკეთა.
ვოლკერი კი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის როლი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი იყოს. ის ადგენს საპროცენტო განაკვეთს აკონტროლებს ფულად მარაგს. რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის, გაცვლითი კურსი გლობალურ ბაზარზე უნდა იყოს მორგებული წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ეკონომიკას 6 თვეში პრობლემები შეექმნება," - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ენერგეტიკის სფეროს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მსოფლიომ დივერსიფიცირებული გლობალური ენერგო ბაზარი შექმნას, რათა რუსეთი აღნიშნული თემით ზეწოლას ახდენს.
"ენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ნებისმიერი ქვეყნისთვის საკითხავია ნაკლები ხარჯით სესაძლებელია თუ არა მისი დივერსიფიცირება. სახეზეა, რომ დამოკიდებულება ერთ მილსადენზე რუსეთს ზეწოლის საშუალებას აძლევს ეს კი ყველა ქვეყნისთვის და ბაზრისთვის სახიფათოა. უნდა ვეცადოთ შეიქმნას დივერსიფიცირებული გლობალური ენერგო ბაზარი," - განაცხადა ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა.
ამავე თემაზე დღეს განცხადება პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილმა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა გააკეთა და მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება
„კონფერენციის ფარგლებში განიხილეს საქართველოს როლის მნიშვნელობა, როგორც კასპიის ზღვის ენერგო რესურსების მატარებელი. ცხადია, რომ იმ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთმა საოკუპაციო ზოლის უკან მოაქცია და ის რეაქცია, რომელიც ქონდა საქართველოს მთავრობას, ეს საფრთხის შემცველია. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან არ მიდის რეალურად პროცესი იმაზე, თუ რა მექანიზმი შეიძლება იყოს დასახული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ენერგორესურსების მატარებელი და ახალი პროექტები, რომელიც არის გაზის თუ ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ეს თავისთავად რუსეთისთვის არის პრობლემა და ზუსტად ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვესაუბროთ,“ - განმარტა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილმა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა.