ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3790 ლარის ნაცვლად, 2.3876 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ერთი ევროს შეძენა 2.6540 ლარის ნაცვლად, 2.6622 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.