07 იანვარი 2026,   02:38
ვრცლად
ეკა მიშველაძის განცხადებას, რომ მას უთვალთვალებდნენ არასამთავრობოები ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას მოახდინოს რეაგირება გუშინ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. გადაცემა არჩევანში სტუმრობისას მიშველაძემ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებდნენ. ეს განცხადება ჟურნალისტმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრის დროს გააკეთა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ რომ გუშინდელი განცხადება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება და საქმეს მსვლელობა მიეცეს.

სამართლიან არჩევნებში კი აცხადებენ, რომ არსებული ეჭვების გაფანტვა გამჭვირვალე გამოძიებით ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს.

 „თვალთვალის თუ პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები რაც წლების განმავლობაში არსებობდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ შეცვლილა, თუმცა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ეს პრაქტიკა არ გრძელდება, მაგრამ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდგომ მე გამიჩნდა განცდა, რომ ეს პრაქტიკა რაც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას გულისხმობს დარღვეულია სწორედ ხელისუფლების უწყებების მიერ. ხელისუფლებამ დროული და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყებით უნდა გაფანტოს ეს ეჭვი,“ - აცხადებს სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.

დღის ამბები