ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება უკვე აისახა კომერციული ბანკების მონაცემებზე. ამ დროისთვის საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.4800 ლარია.
პროკრედიტ ბანკი კი ერთ აშშ დოლარს 2.4750 ლარად ყიდის, VTB ბანკში ერთი დოლარის შესაძენად 2.4700 ლარია საჭირო. სავალუტო ჯიხურებში კი ხშირ შემთხვევაში კურსი 2.43 ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ გაუფასურდა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით მისი ღირებულება 10 სექტემბრისთვის 2.3876 ლარი გახდა.