ირაკლი ალასანია ქვეყანაში პროდასავლური გეზის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევის შესახებ ალაპარაკდა და ამ კამპანიის ავტორად საქართველოს მთავარი პროკურატურა დაასახელა.
თავდაცვის მინისტრი და მისი თანაგუნდელები ჯერ არ პასუხობენ შეკითხვას, ვინ დგას პროკურატურის ამ ინტერესის უკან.
პოლიტიკური თავდასხმების მიუხედავად, ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები, პოლიტიკური გადაწყვეტლების მიღებას არ ჩქარობენ. თავისუფალი დემოკრატები კოალიციაში რჩებიან და პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნას მოითხოვენ.