კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატებს დავით ნარმანისა და ნიკა მელიას შორის დღეს დებატები გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დებატები დღეს, 20:00 საათზე სასტუმრო "შერატონში" შედგება. მოდერატორი "სტუდია რეს" დირექტორი მამუკა ყუფარაძე იქნება.როგორც მამუკა ყუფარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გადაცემა 64-66 წუთს გაგრძელდება. თავდაპირველად კანდიდატების 3-3 წუთიანი მისალმება იქნება, შემდეგ კი კითხვებს რვა მაუწყებლის წარმომადგენლები დასვამენ. მამუკა ყუფარაძის განმარტებით, დებატები პირველი არხის ეთერით გადაიცემა. სიგნალს ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს. ამასთან, დებატების დროს ყველა მედიასაშუალებას უფლება მიეცემა, რომ დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შეკითხვებით მიმართოს.