13 იანვარი 2026,   19:11
ვრცლად
"მთავრობას არ აქვს გეგმა და ყველაფერს ოპონენტებს აბრალებს,"- გიგი წერეთელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხობს

"მთავრობას არ აქვს გეგმა და ყველაფერს ოპონენტებს აბრალებს,"- ასე გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის განცხადებას. 

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ მთავრობას არ აქვს რთველთან არსებული პრობლემატური საკითხების მოგვარების გზები და ცდილობს პრობლემები ოპოზიციას დაუკავშიროს. 

"ეს კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, რომ მთავრობას არ აქვს უნარი რთულ სიტუაციაში მოქმედების, არ აქვს გეგმა ყურძნის პრობლემა რგოგორ მოაგვაროს და აბრალებს ოპონენტებს. რატომ უნდა უწოდო პროვოკატორები ამ ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და დახმარებას ითხოვენ,"- აცხდებს დეპუტატი გიგი წერეთელი. 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დღეს კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან და მათ დიდ ნაწილს ვენახებიც კი არ აქვთ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები