



პოლიციამ "ლილოს" ბაზრობაზე მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაცია" კურიერს" შსს-ში დაუდასტურეს.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.
ცნობისთვის, თბილისში, "ლილოს" ბაზრობაზე 38 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ბაზრობაზე მუშაობდა, მასთან უცნობი პირი მივიდა და იარაღიდან გაისროლა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი, "ჯეო ჰოსპიტალი-ს" კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.