13 მაისი 2025,   01:53
ვრცლად
რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში მაშველებმა მე-17 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში მაშველებმა მე-17 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, აქედან 7 მათგანის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

ამ დროისთვის კიდევ 18 მოქალაქეს ეძებენ. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 210 მოქალაქე.

დღის ამბები